დეტალები
მარშრუტი
თარიღი და პროცესები
ადგილმდებარეობა
2 დღეები ხანგრძლივობა
0/10 დონე
წევრები
4+ მინ. ასაკი
2021-02-19/2021-02-20 თარიღი დან/მდე

ათეულობით წლების განმავლობაში თუში მეცხვარეები ზამთარს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ატარებენ. გეოგრაფიული მდებარეობითა და შესაბამისი კლიმატის წყალობით ზამთარი მთასთან შედარებით უფრო თბილია და საკმარისი საძოვრები აქვს ცხვრის ფარებისთვის ისევე როგორც იდეალური ადგილია ბატკნებისთვის, რომელსაც ცხვები ზამთარში, თებერვლის მეორე ნახევრიდან მარტის მეორე ნახევრამდე აჩენენ და ამ დროს ვაშლოვანში მეცხვარეებთან სტუმრობა ყველაზე გულის ამაჩუყებელი სანახაობაა - როგორ ერევა ასეულობით ბატკნებისა და ბატკნის დედების ფარა ერთმანეთს და ამ ჟივილსა და არეულობაში როგორ ეძებენ და პოულობენ დედა-შვილები ერთმანეთს.

1
თბილისი - ვაშლოვანი

დედოფლისწყაროში ჩასვლის სადაც ვიზიტორთა ცენტრში გავივლით რეგისტრაციას, ვისადილებთ და გავემართებით ვაშლოვანისკენ, სადაც დავბანაკდებით ჩვენი მასპინძელი მეცხვარეების ფერმასთან. დღის დანარჩენ ნაწილს გავატარებთ მეცხვარეებთან, გავეცნობით მათ ყოველდღიურობასა და სურვილის შემთხვევაში ჩავერთვებით მათ მუშაობაში.

2
ვაშლოვანი - თბილისი

დილიდან, მეცხვარეებთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ ბატკნების ჭმევაში და დავეხმარებით მათი დედების ფარიდან გამორჩევაში. სადილობამდე სურვილის მიხედვით გავეცნობით მეცხვარეების სხვა საქმიანობებს ან უბრალოდ ბატკნებთან გავატარებთ დროს და გადავიღებთ ფოტოებს. სადილობის შემდეგ დავბრუნდებით უკან თბილისში.

Package

Trip Status

Price PP In a Group

დადასტურებული გასვლები

ტურის სტატუსი

5 კაციანი ჯგუფი

11 კაციანი ჯგუფი

17 კაციანი ჯგუფი

მოთხოვნით

შესაძლებელია დაჯავშნა

285 ლარი

205 ლარი

145 ლარი

 

ტურის ფასში შედის:

  • ტრანსპორტირება დელიკებით
  • დაცულ ტერიტორიებზე შესვლის საფასური
  • გიდი
  • კარავი და ქვეშსაგები (ე.წ პარალონი)

 

 

ტურის ფასში არ შედის:

  • კვება და ალკოჰოლური სასმელები
  • საძილე ტომარა
უკან